SVC.04
მაისურების საბითუმო წარმოება
100% ბამბა, oversized ან classic fit, შოლკოგრაფიული ბეჭდვით.
რას ვაკეთებთ
კორპორატიული მერჩი, ღონისძიებების მაისურები, ფიტნეს გუნდის ფორმები. ვმუშაობთ Fitpass-თან, Prime Fit-თან, Fitness One-თან.
რატომ LJ Factory
- 100% ბამბა, 180–200 GSM — სტანდარტი ან oversized
- შოლკოგრაფიული, ფლექსი ან DTF ბეჭდვა
- ფერთა შერჩევა Pantone სტანდარტით
- მცირე საბითუმო შეკვეთებიდან მასშტაბურ წარმოებამდე
როგორ ვაგზავნით შეკვეთას
მოგვწერე — ბრიფი ერთ შეტყობინებაში: რა პროდუქტი, რა რაოდენობა, რა ნაჭერი, რა ბრენდი, რა ვადა. 24 საათში მიიღებ სავარაუდო ფასს და დაწყების თარიღს.
ფაბრიკა მდებარეობს თბილისში, ეგნატე ნინოშვილის 57. შეგიძლია მოგვინახულო — ჩვენ ვაჩვენებთ ნაჭრებს, ნიმუშებს და სამუშაო ცვლის გრაფიკს.
